კულტურის სტრატეგია / კულტურის სტრატეგია

 კულტურის სტრატეგია

საქართველოს კულტურის სტრატეგია 2025
 
კულტურის სტრატეგია 2025 არის საქართველოს მთავრობის სტრატეგიული დაგეგმვის გრძელვადიანი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს ხედვას, მიზნებსა და ამოცანებს კულტურის სხვადასხვა დარგის წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით.

დოკუმენტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ფართო საზოგადოებისა და საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი კომისიის ჩართულობით შეიმუშავა. სტრატეგიის შემუშავების პროცესი ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა და ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურად იქნა შეფასებული ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის მიერ.

მოცემული სტრატეგია ეფუძნება საჯაროობის, საზოგადოების ჩართულობისა და გამჭვირვალობის პრინციპებს, ითვალისწინებს ხელისუფლების ორგანოების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, პროფესიული წრეების, ბიზნესის, საგანმანათლებლო ინსტიტუტებისა და ფართო საზოგადოების თანამშრომლობას, ინსტიტუციური რეფორმებისა და საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას კულტურისა და შემოქმედების სფეროს გასავითარებლად.

კულტურის სტრატეგია 2025, გარდა კულტურის ტრადიციული მიმართულებებისა, ორიენტირებულია შემოქმედებითი ინდუსტრიების ხელშეწყობაზე, რაც სექტორის ეკონომიკური გაძლიერების და ზოგადად, ქვეყნის მდგრადი განვითარების უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია.

სტრატეგიის განხორციელების მომდევნო ეტაპი გულისხმობს 3 წლიანი სამოქმედო გეგმის დამტკიცებას, სადაც დეტალურად გაიწერება სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი კონკრეტული აქტივობები.

სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას მონიტორინგს გაუწევს სამოქალაქო საზოგადოების წევრებისაგან დაკომპლექტებული ჯგუფი.
კულტურის სტრატეგია 2025
ავტორი:კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
თარიღი: 30.06.2016
ენა: ქართული
აღწერა:
გადმოწერა
კულტურის როლი სხვა სექტორების განვითარებაში
ავტორი:კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
თარიღი: 30.06.2016
ენა: ქართული
აღწერა:
გადმოწერა
თანდართული მასალები:

 კულტურის სტრატეგიის გზამკვლევი;
 პრეზენტაცია კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესისა და შინაარსის შესახებ;
1453912938_world_link.png პრობლემების ხეები;
1453912938_world_link.png რეგიონული და დარგობრივი შეხვედრების ოქმები;
1453912938_world_link.png ტრატეგიის საფუძვლები.
 
You have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.

banner-new.png

კალენდარი

აგვისტო 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 1 2 3
4 5 6 7 8 9 10