ინფოგრაფიკა

დასრულდა კულტურის სტრატეგიის შემუშავების პირველი ეტაპი - გასვლითი სამუშაო შეხვედრები რეგიონებში.

2015 წლის თებერვლიდან - მაისამდე, კონფერენცია საქართველოს კულტურის სტრატეგია: ადამიანები, პროცესები, პრიორიტეტები გაიმართა საქართველოს  9 რეგიონში: მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში, იმერეთში, აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთში, გურიაში; ასევე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების წარმომადგენლებისათვის. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო 1128 მოქალაქემ.

წარმოგიდგენთ ზემოაღნიშნული შეხვედრის ფარგლებში გამართულ სესიებზე: ხელოვნება (საშემსრულებლო და ვიზუალური ხელოვნება, ლიტერატურა და გამომცემლობა,  კინო და სხვ. ), კულტურული მემკვიდრეობა (მუზეუმები, ბიბლიოთეკები, არქივები, ძეგლთა დაცვა და სხვ. ) შემოქმედებითი ინდუსტრიები (დიზაინი, მოდა, არქიტექტურა, ციფრული გასართობ-შემეცნებითი პროგრამები და სხვ. ) იდენტიფიცირებულ პრობლემებს.

აღნიშნული პრობლემები, გრაფიკულად, წარმოდგენილია ე.წ.  პრობლემების ხის სახით, რომლის „ღერო“ ძირითად პრობლემას ასახავს, „ფესვები - პრობლემების გამომწვევ მიზეზებს და „ტოტები“ - ძირითადი პრობლემებით განპირობებულ შედეგებს/გამოვლინებებს.

რეგიონული შეხვედრების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია (ოქმები, მონაწილეთა სიები), ასევე, შეგიძლიათ მოიძიოთ „ღონისძიებების“ კატეგორიაში.
You have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.

banner-new.png

კალენდარი

დეკემბერი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27 28 29 30 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
1 2 3 4 5 6 7