რეგიონული მოკლევადიანი სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესი დაიწყო

რეგიონული მოკლევადიანი სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესი დაიწყო

11.04.2017
საქართველოს რეგიონებში დაიწყო 2018 წლის კულტურის სტრატეგიის განხორციელების რეგიონული მოკლევადიანი სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესი. აღნიშნულის მიზნით, მიმდინარე წლის 14 მარტს სამინისტროში გაიმართა გაფართოებული შეხვედრა, რომელზეც მოწვეული იყო ყველა რეგიონის ხელმძღვანელი პირი, ხოლო შემდგომ გაიმართა რეგიონებთან ინდივიდუალური  skype შეხვედრები, 16-დან 29 მარტამდე.

პროცესის მნიშვნელობიდან გამომდინარე, რეგიონის ხელმძღვანელ პირებს გაეწიათ რეკომენდაცია, კულტურის სტრატეგიის შესაბამისი რეგიონების მოკლევადიანი სამოქმედო გეგმების შემუშავების მიზნით, აღნიშნული პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის, თითოეულ რეგიონში შეიქმნას კულტურის სტრატეგიის განხორციელების რეგიონული პლატფორმა.

ამასთანავე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ გამოთქვა მზადყოფნა, ითანამშრომლოს როგორც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასთან, ასევე საქართველოს რეგიონების გუბერნიებისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან და მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა რეგიონის კულტურის 2018 წლის სამოქმედო გეგმების შემუშავებაში. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო რეგიონებს კონსულტაციებს უწევს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა, მაგ: კულტურის სტრატეგიის ჭრილში პრიორიტეტების განსაზღვრა, სამოქმედო გეგმის ფორმატი, მისი შემუშავების მეთოდიკა/პროცესი, სამოქმედო გეგმის შემუშავების ვადები და სხვა.

სულ გაიმართა 8 შეხვედრა, 181 მონაწილით (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა 17, სამცხე-ჯავახეთი 15, შიდა ქართლი 13, იმერეთი 46, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი 26, გურია 15, სამეგრელო - ზემო სვანეთი 26, მცხეთა-მთიანეთი 23).

 
You have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.

banner-new.png

კალენდარი

აგვისტო 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 1 2 3
4 5 6 7 8 9 10