"კულტურულ ცხოვრებაში შშმ პირთა თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფის გზამკვლევის" პრეზენტაცია

"კულტურულ ცხოვრებაში შშმ პირთა თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფის გზამკვლევის" პრეზენტაცია

20.06.2017

2017 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ „კულტურულ და შემოქმედებით ცხოვრებაში შშმ პირთა თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფის გზამკვლევი“ შეიმუშავა.
 
დოკუმენტი 20 ივნისს კულტურის სამინისტროში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ წარუდგინა სხვადასხვა სამთავრობო უწყებისა და  შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს.
 
დოკუმენტი, რომელიც გაეროს 2013 წლის 13 დეკემბრის შშმ პირთა უფლებების კონვენციით დაკისრებული ვალდებულებებისა და საქართველოს კულტურის სტრატეგია 2025-ის სტრატეგიული მიმართულების „კულტურაზე წვდომა და კულტურული მრავალფეროვნების“ ამოცანების განხორციელებისათვის შეიქმნა, მიზნად ისახავს კონცეპტუალური ჩარჩოსა და მექანიზმების შექმნას შშმ პირთა თანაბარი ინტეგრაციისთვის საზოგადოების კულტურულ ცხოვრებაში.
 
ის წარმოგვიდგენს იმ გამოწვევებს, რომლებიც შშმ პირთათვის კულტურის ხელმისაწვდომობის კუთხით არსებობს და შესაბამის სამოქმედო გეგმას, იმ აქტივობათა ჩამონათვალით, რომელთა განხორციელებასაც სამინისტრო შესაბამის უწყებებთან (შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და ა.შ.) თანამშრომლობით გეგმავს.
 
გზამკვლევის შემუშავების პროცესში სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტთან ერთად მონაწილეობა მიიღო ისეთმა სამთავრობო უწყებებმა, როგორებიცაა: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, აჭარის ა/რ კულტურის, განათლებისა და სპორტის სამინისტრო; ასევე, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციამ („კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“) და ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივმა პროგრამამ „ადამიანის უფლებები ყველასათვის“.
 
გზამკვლევზე თანდართული 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა მოიცავს სხვადასხვა ტიპის აქტივობას, რომელთა განხორციელების პროცესშიც მნიშვნელოვანია როგორც სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ-ების, ისე სხვადასხვა სამთავრობო უწყების მონაწილეობა.

"კულტურულ და შემოქმედებით ცხოვრებაში შშმ პირთა თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფის გზამკვლევი"

სამოქმედო გეგმა 2017-2018
 

 
You have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.

banner-new.png

კალენდარი

დეკემბერი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27 28 29 30 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
1 2 3 4 5 6 7