სამინისტროს ონლაინ პლატფორმების პოზიტიური შეფასება

სამინისტროს ონლაინ პლატფორმების პოზიტიური შეფასება

01.06.2016
მედიის განვითარების ფონდმა, ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შეფასების მიზნით კვლევა ჩაატარა, რომლის ინტერესის ობიექტშიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ონლაინ პლატფორმები და მათ შორის კულტურის პოლიტიკის ვებგვერდი მოხვდა.

ფონდის შეფასებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ონლაინ პლატფორმები ევროინტეგრაციის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებისა და მათთან ინტერაქციის, ასევე, ანგარიშგების მხრივ ყველა უწყების პლატფორმისგან გამორჩეულია.
 
კულტურის პოლიტიკის ვებგვერდის შესახებ კვლევაში აღნიშნულია, რომ „კულტურის პოლიტიკის შემუშავებაში საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროს სპეციალური ვებგვერდი აქვს შექმნილი, რომლის სლოგანია „ერთად შევქმნათ კულტურის პოლიტიკა". ვებგვერდზე გამოყენებულია ინფოგრაფიკის ფორმა კულტურული მემკვიდრეობის, შემოქმედებითი ინდუსტრიის და ხელოვნების სფეროში არსებული პრობლემების საილუსტრაციოდ. საიტი დეტალურ ინფორმაციას მოიცავს, როგორც დოკუმენტების, ასევე საზოგადოებასთან გამართული შეხვედრების და მასში მონაწილე პირების შესახებ და შეიძლება ითქვას, რომ ანგარიშგების თვალსაზირისით სხვა უწყებებისგან გამორჩეულია“.
 
მედიის განვითარების ფონდმა კვლევა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში განახორციელა. მედიის განვითარების ფონდის მიერ მომზადებული ანგარიში მიზნად ისახავდა შეეფასებინა ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციის სტრატეგია, სტრატეგიით განსაზღვრული ამოცანების შესრულება, შესაბამისი სამოქმედო გეგმები საერთაშორისო კონტექსტისა და მედია გარემოს გათვალისწინებით - ასევე, შეემუშავებინა რეკომენდაციები.

კვლევის სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე. 
You have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.

banner-new.png

კალენდარი

მარტი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27 28 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 1 2
3 4 5 6 7 8 9