სამუშაო შეხვედრა კულტურულ ცხოვრებაში შშმ პირთა თანაბარი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად

სამუშაო შეხვედრა კულტურულ ცხოვრებაში შშმ პირთა თანაბარი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად

26.04.2017
2017 წლის 26 აპრილს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში „საზოგადოების კულტურულ და შემოქმედებით ცხოვრებაში შშმ პირთა თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფის გზამკვლევისა“ და მისი 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის  სამუშაო ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

გარდა სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლებისა, სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ სახალხო დამცველის აპარატის, საქსტატის, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, პარლამენტის განათლებისა, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის,  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ასევე, შშმ პირთა და, ზოგადად, კულტურის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

“საზოგადოების კულტურულ და შემოქმედებით ცხოვრებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი  მონაწილეობის უზრუნველყოფის   გზამკვლევი”  მიზნად ისახავს კონცეპტუალური ჩარჩოსა და  მექანიზმების შექმნას, რაც ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის პირთა სხვათა თანასწორად ჩართულობას საზოგადოების კულტურულ ცხოვრებაში.

გზამკვლევი და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმა დოკუმენტების საბოლოო ვერსიების შემუშავების შემდეგ გამოქვეყნდება. 

 
You have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.

banner-new.png

კალენდარი

ივნისი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
29 30 31 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 1 2
3 4 5 6 7 8 9