“სტრატეგიული რჩევები საქართველოში კულტურის საჯარო დაფინანსების მდგრადი, ეფექტური და გამჭვირვალე სისტ

“სტრატეგიული რჩევები საქართველოში კულტურის საჯარო დაფინანსების მდგრადი, ეფექტური და გამჭვირვალე სისტემის მოდელის შემუშავებისთვის“

10.10.2017
9 ოქტომბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში გაიმართა კვლევის/ანგარიშის - “სტრატეგიული რჩევები საქართველოში კულტურის საჯარო დაფინანსების მდგრადი, ეფექტური და გამჭვირვალე სისტემის მოდელის შემუშავებისთვის“ - პრეზენტაცია. აღნიშნული კვლევა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თხოვნის საფუძველზე განხორციელდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან მიმდინარე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქართველოში ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა“ - ფარგლებში.

იხილეთ ფოტოგალერეა


ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, ევროასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი იოლანტა ტაჩინსკა და კვლევის ავტორი, ექსპერტი ტერი სანდელი.

კვლევა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ, ინიცირებულია „კულტურის სტრატეგია 2025“-ის მიზნების შესაბამისად, რომლებიც კულტურის დაფინანსების ალტერნატიული წყაროებისა და ეფექტური მექანიზმების ეტაპობრივად დანერგვის ხელშეწყობას გულისხმობს.
 
კვლევაზე მუშაობის პერიოდში ტერი სანდელი შეხვდა, როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ისე - კულტურის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ინსტიტუციების (ბრიტანეთის საბჭო, გოეთეს ინსტიტუტი, ფრანგული ინსტიტუტი და სხვ.), საქართველოს პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის, სხვადასხვა სამინისტროს, ბიზნესის, საჯარო ფონდების წარმომადგენლებს.
 
ექსპერტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები კულტურის საჯარო დაფინანსების სისტემის მოდელის შესახებ მოიცავს ისეთ სხვადასხვა კომპონენტს, როგორიცაა: დეცენტრალიზაცია, ადმინისტრირება და მმართველობა, დაფინანსება, კულტურის სამინისტროს როლი, კომპეტენციები, განათლება და სხვა საკითხები.

 
You have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.

banner-new.png

კალენდარი

დეკემბერი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27 28 29 30 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
1 2 3 4 5 6 7