შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების გზამკვლევი

შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების გზამკვლევი

29.09.2016

29 სექტემბერს, სასტუმროში "Rooms Hotel Tbilisi" საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, სხვა უწყების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს ქვეყანაში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან გეგმაში პრიორიტეტულად არის მიჩნეული განათლების და ეკონომიკის საკითხები - თავის მხრივ, შემოქმედებით ინდუსტრიებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს აღნიშნული სფეროების განვითარებაში. 
ამ მიზნით, შემუშავდა "საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების გზამკვლევი", სადაც წარმოდგენილია სექტორის განვითარების უნივერსალური მოდელი, სამინისტროს მიერ განხორციელებული აქტივობები და ის პროექტები / პროგრამები, რომელთა განხორციელებასაც სამინისტრო გეგმავს შესაბამის სტრუქტურებთან, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში.
საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების გზამკვლევის პრეზენტაცია 29 სექტემბერს, სასტუმროში "Rooms Hotel Tbilisi", კონფერენციის - "თბილისის გარდაქმნა შემოქმედებით ცენტრად" ფარგლებში გაიმართა. კონფერენცია 30 სექტემბრსაც გაგრძელდება. გაიმართება სამი პარალელური სესია, რომლის დროსაც საჯარო სექტორის, ბიზნესისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლები ერთად იმსჯელებენ სფეროში არსებულ გამოწვევებზე და ერთობლივ სამომავლო გეგმებზე.
საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების თემასთან დაკავშირებით, 8-9 დეკემბერს დაგეგმილია პირველი ნაციონალური კულტურული ფორუმი "კულტურა და შემოქმედება ინოვაციისა და განვითარებისთვის". ფორუმი ემსახურება შემოქმედებითი ინდუსტრიების, ქვეყნისა და რეგიონის მდგრად განვითარებაში მათი გავლენის შესხებ ცნობიერების ამაღლებას, სხვადასხვა მხარეს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, სექტორში არსებული ტენდენციების წარმოჩენას  და ევროკავშირის გამოცდილების გაზიარებას სექტორის განვითარებასთან მიმართებაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის კარგი მაგალითების გაზიარებას და სხვ.
ფორუმზე მოწვეულნი არიან კულტურის მინისტრები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ევროკომისიის გენერალური დირექტორატების წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის პროფესიონალები.
ფორუმის ფარგლებში იგეგმება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების თბილისის მანიფესტის მიღება.
ფორუმის ორგანიზატორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამა, თბილისის მერია და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.

შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების გზამკვლევი
 
You have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.

banner-new.png

კალენდარი

აპრილი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27 28 29 30 31 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
1 2 3 4 5 6 7