შეხვედრა სპეციალური საჭიროების მქონე პირების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან

შეხვედრა სპეციალური საჭიროების მქონე პირების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან

15.03.2016
14 მარტს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში (ა. ფურცელაძის 1), საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ სპეციალური საჭიროების მქონე პირების საკითხზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებითან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას უძღვებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილე მიხეილ წერეთელი.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს კულტურის სტრატეგიის დოკუმენტი, რომელშიც ასახულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისათვის კულტურის სფეროს თანაბარი ხელმისაწვდომობის და ადაპტირებული გარემოს შექმნის მექანიზმები, გააცნეს, ამ მიმართულებით, მიმდინარე და დაგეგმილი კონკრეტული პროექტები და აქტივობები.

შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ა.ა.ი.პ. კოალიცია "დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის" მიერ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავებული საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც თანხვედრაშია კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის ამოცანებთან და მიზნად ისახავს სპეციალურ საჭიროების მქონე პირებისთვის თანაბარი ხელმისაწვდომობის და ადაპტირებული გარემოს შექმნას.
 
You have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.

banner-new.png

კალენდარი

ივნისი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
29 30 31 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 1 2
3 4 5 6 7 8 9