​კონფერენცია "თბილისის გარდაქმნა შემოქმედებით ცენტრად"

​კონფერენცია "თბილისის გარდაქმნა შემოქმედებით ცენტრად"

29.09.2016
კონფერენციის ორგანიზატორი იყო ააიპ "შემოქმედებითი საქართველო". პარტნიორები - თბილისის საკრებულო, ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამა, თბილისის მერია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და შემოქმედებითი ევროპის საქართველოს ოფისი.
 
ღონისძიებაში სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ ადგილობრივი მკვლევარები, მოქმედი სპეციალისტები, საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც  კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების სხვადასხვა სექტორში მუშაობენ. კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს, თუ როგორ უნდა მოხდეს კულტურული და შემოქმედებითი ეკოსისტემის დიზაინ-დაგეგმარება ქალაქის განვითარებისთვის, საჭირო პირობების შექმნა შემოქმედებითი მეწარმეებისთვის და რა ცვლილებების განხორციელებაა საჭირო იმისთვის, რომ თბილისი რეგიონის შემოქმედებით ცენტრად გადაიქცეს. მოხსენებები ეხებოდა ასევე ხელოვნებისა და კულტურის როლს ჩვენი ქვეყნის ეკონომიურ განვითარებაში.
 
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს ქვეყანაში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებას. ამ მიზნით, შემუშავდა "საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების გზამკვლევი", რომლის პრეზენტაციაც კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. დოკუმენტში წარმოდგენილია სექტორის განვითარების მოდელი, სამინისტროს მიერ განხორციელებული აქტივობები და სამომავლო გეგმები.
 
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა სამი პარალელური სესია, რომლის დროსაც სფეროში არსებულ გამოწვევებსა და ერთობლივ სამომავლო გეგმებზე ერთად იმსჯელეს საჯარო სექტორის, ბიზნესისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლებმა.
 
ღონისძიება შეაჯამა „შემოქმედებითი საქართველოს“  აღმასრულებელმა დირექტორმა ზვიად მჭედლიშვილმა.

იხ. გალერეა

 
You have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.

banner-new.png

კალენდარი

ივნისი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
29 30 31 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 1 2
3 4 5 6 7 8 9