​კულტურის სტრატეგიის განხორციელების 2017-2018 წლების უწყებათაშორისი სამოქმედო გეგმა დამტკიცდა

​კულტურის სტრატეგიის განხორციელების 2017-2018 წლების უწყებათაშორისი სამოქმედო გეგმა დამტკიცდა

03.02.2017 2 თებერვალს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კულტურის სტრატეგიის განხორციელების 2017-2018 წლების უწყებათაშორისი სამოქმედო გეგმა დამტკიცდა, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ შეიმუშავა.

აღნიშნული დოკუმენტი, როგორც სტრატეგიის ფარგლებში განსაზღვრული ამოცანების განხორციელების მექანიზმი, ასახავს იმ აქტივობებს, რომლებიც კულტურის სტრატეგიის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, უწყებათაშორისი კომისიისა და სამუშაო ჯგუფის მიერ, დაიგეგმა. ამ აქტივობათა განხორციელება ხელს შეუწყობს კულტურის სექტორისა და მისი სხვადასხვა დარგის წინაშე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების ეტაპობრივად გადაჭრას გრძელვადიან პერსპექტივაში.

სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში, გარდა სამთავრობო უწყებებისა, ჩართული იყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია, აფხაზეთის ა/რ-ს განათლებისა და კულტურის სამინისტრო, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და მეცნიერების სამინისტრო. სამოქმედო გეგმის აღსრულების მონიტორინგისათვის ანგარიშის წარდგენა მოხდება წელიწადში ერთხელ. გარდა ამისა, მოხდება სამოქმედო გეგმის განხორციელების შეფასება და შემდგომი წლის სამოქმედო გეგმაში აქტივობების განახლება.

სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, მიმდინარე თვეში დამტკიცდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სამოქმედო გეგმა, რომელშიც სამინისტროსა და სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციების (სსიპ-ების) აქტივობები იქნება შესული.

კულტურის სტრატეგიის განხორციელების 2017-2018 წლების უწყებათაშორისი სამოქმედო გეგმა
You have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.

banner-new.png

კალენდარი

აპრილი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27 28 29 30 31 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
1 2 3 4 5 6 7