"კულტურის ინდიკატორები განვითარებისათვის" - სამუშაო შეხვედრა

"კულტურის ინდიკატორები განვითარებისათვის" - სამუშაო შეხვედრა

25.05.2016
ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოში იწყება პროექტი "კულტურის ინდიკატორები განვითარებისათვის" (CDIS), რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის ეკონომიკური და მდგრადი განვითარების საქმეში კულტურის როლის წარმოჩენას.
 
24 მაისს, კულტურის სამინისტროში პროექტის პრეზენტაცია და სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, სხვადასხვა უწყებისა და ორგანიზაციის წარმომადგენლები. შეხვედრაზე განიხილეს პროგრამის მიზნები და ამოცანები; ამასთან, განისაზღვრა ამ პროცესში დაინტერესებული პირების როლი.

იუნესკოს მიერ შემუშავებული მეთოდოლოგია იკვლევს კულტურის როლს ქვეყნის პოლიტიკის ისეთ 7 საკვანძო განზომილებაში, როგორებიცაა: ეკონომიკა, განათლება, მმართველობა, სოციალური ჩართულობა, გენდერული თანასწორობა, კომუნიკაცია და მემკვიდრეობა. არნიშნული მეთოდოლოგია საერთაშორისოდაა აღიარებული ევროკავშირისა და იუნესკოს მიერ. 2016 წლის ბოლოს, პროექტის დასრულებისას, საქართველოში გამოვლენილი შედეგები წარედგინება იუნესკოს და განხილვის შემდეგ განთავსდება იუნესკოს მონაცემთა ბაზაში, იმ სხვა ქვეყნებთან ერთად, რომლებსაც მონაწილეობა აქვთ მიღებული პროგრამაში.

აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის ინიციატივით, კულტურის ინდიკატორების კვლევის მეთოდოლოგიის დანერგვა დაიწყო როგორც საქართველოში, ასევე, უკრაინაში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ბელორუსში. ამ პროცესში უკვე ჩართულია მოლდოვა.

საქართველოში პროცესის წარსამართად მოწვეულია ცნობილი საერთაშორისო ექსპერტი საიმონ ელისი. პროექტის პრეზენტაციაში მონაწილეობას იღებს ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამის ექსპერტი რაგნარ სიილი. საქართველოში კვლევას განახორციელებს ნიდერლანდების სამეფოს კულტურის საერთაშორისო ფონდის კავკასიის წარმომადგენლობა და საერთაშორისო ექსპერტები: ლევან ხეთაგური და იური მღებრიშვილი.

2015-2018 წლების ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამა მიზნად ისახავს კულტურის პოლიტიკის, განსაკუთრებით – მისი კულტურის და შემოქმედებითი სექტორების შემდგომ გაძლიერებას, აგრეთვე – კულტურის სექტორებისა და კულტურის ოპერატორების დახმარებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. პროგრამა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას ახორციელებს კონსორციუმი ბრიტანეთის საბჭოს ხელმძღვანელობით, მოლდოვის  სოროსის ფონდთან, პოლონეთის კულტურის ეროვნულ ცენტრთან და გოეთეს ინსტიტუტთან ერთად.

 
You have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.

banner-new.png

კალენდარი

მარტი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27 28 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 1 2
3 4 5 6 7 8 9