„Culture for Development Indicators“ (CDIS) პროექტის პირველი ეტაპის შეჯამება

„Culture for Development Indicators“ (CDIS) პროექტის პირველი ეტაპის შეჯამება

30.01.2017
ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოში მიმდინარეობს პროექტი - „კულტურის ინდიკატორები განვითარებისათვის“ (CDIS), რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის ეკონომიკური და მდგრადი განვითარების საქმეში კულტურის როლის წარმოჩენას.
30 იანვარს, კულტურის სამინისტროში გაიმართა პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის, პირველი ეტაპის პრეზენტაცია. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, საერთაშორისო ექსპერტებმა- ნაიმა ბურგემ (საფრანგეთი) და საიმონ ელისმა (კანადა), ასევე სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე განიხილეს პროგრამის პირველი ეტაპის შედეგები და ისაუბრეს სამომავლო მიზნებსა და ამოცანებზე.
იუნესკოს მიერ შემუშავებული კულტურის ინდიკატორების კვლევის მეთოდოლოგია იკვლევს კულტურის როლს ქვეყნის პოლიტიკის ისეთ 7 საკვანძო განზომილებაში, როგორიცაა: ეკონომიკა, განათლება, მმართველობა, სოციალური ჩართულობა, გენდერული თანასწორობა, კომუნიკაცია და მემკვიდრეობა. ინდიკატორების შემუშავების მეთოდოლოგია საერთაშორისოდაა აღიარებული ევროკავშირისა და იუნესკოს მიერ.
აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის ინიციატივით, კულტურის ინდიკატორების კვლევის მეთოდოლოგიის დანერგვა დაიწყო როგორცსაქართველოში, ასევე, უკრაინაში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და  ბელორუსსში. ამ პროცესში უკვე ჩართულია მოლდოვა.
პროგრამამ, მთელი პროცესის წასამართად: დაგეგმვის, ცოდნის გაზიარების და ხარისხის უზრუნველყოფისთვის– ორი ცნობილი საერთაშორისო ექსპერტი მოიწვია (რაგნარ სილი- კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის ექსპერტი და საიმონ ელისი- ინდიკატორები კულტურის განვითარებისთვის პროგრამის საერთაშორისო მრჩეველი). აგრეთვე, მონაწილე ქვეყნებში შეირჩა ეროვნული პარტნიორები, რათა მათ უზრუნველყონ მონაცემთა შეგროვება და ანალიზი დადგენილი მეთოდების მიხედვით, საერთაშორისო ექსპერტების მკაცრი ხელმძღვანელობისა და მონიტორინგის ქვეშ. კულტურის ინდიკატორები განვითარებისთვის CDIS-ის 22 ინდიკატორი შეიცავს, როგორც რიცხობრივ მონაცემებს, როგორიცაა, მაგალითად, კულტურულ და შემოქმედებით საქმიანობაში ჩართული ადამიანების რაოდენობა, ასევე– ნორმატიულ ნუსხებს, რომელიც ასახავს შესაბამისი პოლიტიკისა თუ საერთაშორისო შეთანხმებების არსებობას კულტურისა თუ გამოხატვის თავისუფლების უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.
ინდიკატორები კულტურის განვითარებისთვის პროგრამა შეიმუშავებს კულტურის და განვითარების ზუსტ, ფართო დიაპაზონის ინდიკატორებს, რომელთა მეთოდოლოგია და შედეგები საერთაშორისოდ არის აღიარებული როგორც ევროკავშირის, ასევე იუნესკოს მიერ.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და სხვა უწყებებთან თანამშრომლობით საქართველოში კვლევას ეროვნულ დონეზე ახორციელებდა ნიდერლანდების სამეფოს კულტურის საერთაშორისო ფონდის ”კავკასია” (SCF) წარმომადგენლობა.
 
You have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.

banner-new.png

კალენდარი

დეკემბერი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27 28 29 30 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
1 2 3 4 5 6 7